შ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:07, 8 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შ – ქართული ანბანის ოცდამეხუთე (ძვ. ქართული ანბანის ოცდამერვე) ასო. მისი სახელია „შინი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ფშვინვიერი შიშინა ნაპრალოვანი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა ჵ. მისი მოხაზულობა ხაზისა და წრეების კომბინაციაა, რომელსაც კვადრატის ნახევარი უკავია. VI ს-ში რკალური ფორმები აქვს. ნუსხური ⴘ გვერდზე გადახრილია და ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული. მხედრულში ზედა სამ ხასში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ცხრაასს (900).