ვარდანისძე ბარამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 19 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბარამ ვარდანისძე - სვანთა ერისთავი 1177-1180-იან წწ-ში. შ. მესხიას კვლევის თანახმად, ორბელთა ამბოხების შემდეგ გიორგი III ისევ ვარდანისძეებს სწყალობს. ამ პერიოდში უნდა დაენიშნა მეფეს სვანთა ერისთავად ბარამ ვარდანისძე, რომელიც ამ თანამდებობას, თამარის პირველი ისტორიკოსის თანახმად, თამარის მეფობის დასაწყისში ფლობდა: „ბარამ ვარდანისძე, სუანთა ერისთავი“.
წყაროები და ლიტერატურა
ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 33; მესხია 1979: 155.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017