კარწახი (ტბა)
ტბა კარწახი, (ხოზაფინის ტბა) - ტბა სამხრეთ საქართველოში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1798 მ სომაღლეზე. მას შუაზე ყოფს თურქეთ-საქართველოს საზღვარი.
ჩვენს ლიტერატურაში ამ ტბას მეორე სახელწოდებაც აქვს - ხოზაფინი, თურქეთში კი მოიხსენიებენ, როგორც ტბა აგდაში. (ნიშნავს თეთრ ქვებს. ტბის სანაპირო ქვიანია, ჭარბი მარილიანობის გამო ქვები თეთრი ფერისა ნალექითაა დაფარული). ტბაში თურქეთის მხარეს არის რამდენიმე კუნძული.
ჯამური სტატისტიკური მონაცემები კარწახის ტბისათვის.
- ფართობი - 26,6კმ2
- სიგრძე - 8,6კმ2
- სიგანე - 5,34კმ2
- სიღრმე - 1,5მ
- სიმაღლე ზღვის დონიდან - 1794მ
- ტემპერატურა - 11°C
სიდიდით მეორე ტბაა საქართველოში (ფარავნის ტბის შემდეგ), თუმცა ზედაპირის ფართობის მხოლოდ 53 % შემოდის საქართველოს ფარგლებში. მარაგდება პატარა ნაკადულებისა და ფერდობებზე ჩამომდინარე ზედაპირული წყლებით. გაუდინარი ტბაა. ერთადერთი ტბაა ჯავახეთში წყლის მაღალი მინერალიზაციით. ასევე განსხვავდება სხვა ტბებისაგან რეჟიმით – წყლის ყველაზე მაღალი დონეა ივლის-აგვისტოში. წყლის ზედაპირი დაფარულია წყალმცენარეებით. ტბის მიდამოებსა და მის შემოგარენში, მხოლოდ აქ საქართველოში გვხვდება Dasiphora fruticosa – ვარდისფერთა ოჯახის წარმომადგენელი. ტბის მიდამოებში მრავლადაა ხუჭუჭა ვარხვი (Pelecanus crispus). ტბის სამხრეთ ნაწილში მდებარე მცირე კუნძულზე (თურქეთი) მრავალი გადამფრენი ფრინველი სტუმრობს. ტბის ნაპირზე დგას ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი შეიარაღებული ძალების სათვალთვალო კოშკი, საიდანაც შეიძლება ფრინველებზე დაკვირვება. თურქეთში კარწახის ტბა მოიხსენიება ქანარაბელისა და ხოზაფინის სახელებით, რადგანაც აქვე მდებარეობს ამ სახელწოდების სოფლები. ქართული სიტყვა კარწახი უნდა ნიშნავდეს ხრიოკ, მოუსავლიან ადგილს. ჯავახეთში კარწახის ტბის მიდამოებიც გამორჩეულად ხრიოკია.
წყარო
ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები: ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია