მოდეგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:58, 10 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მოდეგა – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კოჭიოს თემში, თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1920-1985 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 26 კმ მანძილზე, ახალქალაქი-ბაკურიანის საავტომობილო გზაზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 259, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).
ძველად აქ ბერძნები ცხოვრობდნენ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისჯვარში გადასახლებულან. ამჟამინდელი მოსახლეები კი აქ 1889 წელს დასახლდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. აზავრეთიდან. მიკვლეულია არქეოლოგიური მონაპოვარი – მოდეგის გორა.