ჯავახეთის ხმალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:51, 21 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯავახეთის ხმალა –(Gladiolus dzhavakheticus), მრავალწლოვანი ტუბერბოლქვიანი სამხრეთ საქართველოს იშვიათი ვიწროლოკალური ენდემი, დეკორატიული მცენარეა, ზამბახისებრთა ოჯახის. გვხვდება მხოლოდ ჯავახეთში – ტაბაწყურის ტბის ნაპირზე სოფელ წითელი საყდრის მიდამობეში. იზრდება სუბალპური სარტყლის მარცვლოვან-ნაირბალახოვან მდელოებზე. საქართველოს წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობა.