ორბელიანი ასლან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:54, 10 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასლან ორბელიანი – (დ. 1786 – გ. 1826), ეშიკაღასბაში გიორგი XII-ის დროს, მრავალი აღმოსავლური ენის მცოდნე. როცა გიორგი XII-მ რუსეთიდან ვერავითარი დახმარება ვერ მიიღო, გადაწყვიტა 1795 წლის გაზაფხულზე ასლან ორბელიანი გაეგზავნა თურქეთს სულთანთან თხოვნით მფარველობის შესახებ. ასლან ორბელიანი უკეე ახალციხეს იყო მისული, როცა რუსეთიდან დავით ბატონიშვილი დაბრუნდა და იმპერატორ პავლეს საქართველოსადმი „კეთილგანწყობილების“ ამბავი ჩამოიტანა.