რუმიანცევი ნიკოლოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:15, 14 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიკოლოზ რუმიანცევი – (რუს. Никола́й Петро́вич Румя́нцев (Румянцов), დ. 3 (14) აპრილი 1754 – გ. 3 (15) იანვარი 1826), გრაფი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.
1801-დან – სახელმწიფო საბჭოს წევრი, სენატორი;
1807-14 – საგარეო საქმეთა მინისტრი;
1810-12 – სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე;
1914 გადადგა.
ნიკოლოზ რუმიანცევის დიდი ბიბლიოთეკა და ხელნაწერთა კოლექციები საფუძვლად დაედო ჯერ რუმიანცევის სახელობის მუზეუმის, შემდეგ კი (1925) ვ. ი. ლენინის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკის ჩამოყალიბებას. ნიკოლოზ რუმიანცევი მრავალი აკადემიისა და სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი იყო.