საერთაშორისო მოლაპარაკებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:36, 3 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო მოლაპარაკებები – საერთაშორისო ცხოვრების პრობლემათა გადაჭრის საშუალება, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლით დაინტერესებულ სუბიექტთა უშუალო კონტაქტზე.

მოლაპარაკებები საერთაშორისო ურთიერთობათა ყველაზე ძველი ხერხია. თანამედროვე პირობებში საერთაშორისო მოლაპარაკებათა სხვადასხვა სახე არსებობს და თითოეულ მათგანს (კონსულტაციები, აზრთა გაზიარება, თათბირი და სხვ.) თავისი სპეციფიკა გააჩნია. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი არ იცნობს რაიმე წესების კრებულს მოლაპარაკებათა პროცედურულად წარსამართავად, ამდენად მოლაპარაკებათა მიზანი, მხარეთა წარმომადგენლობა, დონე, ფორმა და სხვა საკითხები წყდება დაინტერესებულ მხარეთა შეთანხმების შედეგად. იმპერატიული მოთხოვნაა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. დაცული იყოს სუვერენული თანასწორობის, ძალის ან ძალისმიერი მუქარის გამოუყენებლობის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები.

საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეებზე. ისინი შეიძლება მიმდინარეობდნენ სახელმწიფოს მეთაურის, მთავრობის მეთაურის, უფლებამოსილი წარმომადგენლებისა და სხვა დონეებზე. უმნიშვნელოვანესი ფორმაა მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე, რომელთა დროსაც განიხილება ურთიერთობათა უმნიშვნელოვანესი საკითხები, მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემები. საერთაშორისო მოლაპარაკებებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები დავათა მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით. მოლაპარაკებები შეიძლება წარმოებულ იქნეს დავის დასრულების შემდეგაც, რათა დარეგულირდეს შეთანხმებათა საბოლოო ჯაჭვი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები