სამახსოვრო ბარათი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 3 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამახსოვრო ბარათი – დიპლომატიური მიმოწერის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც გადასცემენ პირადი საუბრის დროს იმ მიზნით. რომ მეტი მნიშვნელობა მიენიჭოს საუბრის დროს გაკეთებულ განცხადებას.
სამახსოვრო ბარათი არ შეიცავს მიმართვას და კომპლიმენტს, იბეჭდება უგერბო სუფთა ფურცელზე, მისამართისა და ნომრის გარეშე, აღინიშნება მხოლოდ გაგზავნის ადგილი და თარიღი, ტექსტის ზემოთ იბეჭდება. სამახსოვრო ბარათი შეიძლება გაიგზავნოს შიკრიკის ხელითაც, ასეთ შემთხვევაში იგი ფორმით ვერბალური ნოტისგან არ განსხვავდება. შედგენილია მესამე პირში, იბეჭდება ნოტის ბლანკზე, აქვს ნომერი და თარიღი, ბეჭედი და მისამართი მითითებული არ არის, თუმც აქვს წარწერა „სამახსოვრო ბარათი“.