ჯონსონის დოქტრინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯონსონის დოქტრინა – ჩამოყალიბებული იყო აშშ-ის პრეზიდენტის ლ. ჯონსონის გამოსვლაში რადიოთი 2.V.1965 დომინიკელთა რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იგი ამართლებდა აშშ-ის შეიარაღებულ ინტერვენციას დომინიკელთა რესპუბლიკაში. ჯონსონმა განაცხადა, რომ ამერიკის ქვეყნები „არ დაუშვებენ დასავლეთ ნახევარსფეროში კიდევ ერთი კომუნისტური ხელისუფლების შექმნასო“. 20.IX.1965 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ძირითადად იმეორებდა „ჯონსონის დოქტრინის“ დედააზრს და ამგვარად აკანონებდა აშშ-ის შეიარაღებულ ინტერვენციას ლათინური ამერიკის ნებისმიერ ქვეყანაში, რაც წარმოადგენდა გაეროს წესდების პირდაპირ დარღვევას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები