სპეციალური საზღვაო ზონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:47, 7 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპეციალური საზღვაო ზონებიღია ზღვის სივრცე, სადაც სანაპირო სახელმწიფომ შეიძლება დაადგინოს განსაკუთრებული რეჟიმი. მომიჯნავე ზონაში (ზონა, რომელიც აკრავს ტერიტორიული წყლების გარე საზღვარს) სანაპირო სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს აუცილებელი კონტროლი თავისი ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების ფარგლებში საბაჟო, ფისკალური, იმიგრაციული ან სანიტარიული წესების და კანონების დარღვევის აღკვეთის, ასევე ასეთი დარღვევებისათვის დასჯის მიზნით. მომიჯნავე ზონის რეჟიმის ძირითადი თავისებურება, განსხვავებით ტერიტორიული წყლებისაგან, ის არის, რომ მათზე არ ვრცელდება სანაპირო სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ჟენევის კონვენცია ტერიტორიული ზღვისა და მომიჯნავე ზონის შესახებ 1958 ითვალისწინებს, რომ მომიჯნავე ზონა არ შეიძლება გაიჭიმოს 12 საზღვაო მილის ფარგლებს გარეთ საწყისი ხაზიდან, საიდანაც იზომება ტერიტორიული წყლების სიგანე, თუმცა გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციამ 1982 დაადგინა, რომ მომიჯნავე ზონა არ შეიძლება იყოს 24 საზღვაო მილზე მეტი, რომლის გამოთვლა შიდა წყლების საზღვრიდან იწყება, სპეციალური საზღვაო ზონებს განეკუთვნება ასევე უშიშროების ზონები, რომლებიც იქნება კონტინენტური შელფის დაზვერვისა და დამუშავებისათვის აგებული ხელოვნური დანადგარებისა და ნაგებობების ირგვლივ.


იხილე აგრეთვე

  • ჟენევის კონვენციები საზღვაო სამართლის შესახებ 1958
  • უშიშროების ზონა

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები