რეიგანი რონალდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:12, 30 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რონალდ რეიგანი

რონალდ ვილსონ რეიგანი – (ინგლ. Ronald Wilson Reagan, დ. 6 თებერვალი 1911, — 5 ივნისი 2004), სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, აშშ-ის მეორმოცე პრეზიდენტი.

1932 მიიღო ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიისა და ეკონომიკის განხრით.
1932-66 იყო მსახიობი და სპორტული მიმომხილველი;
1942-45 კაპიტნის წოდებით მსახურობდა შეერთებული შტატების სამხედრო საავიაციო ძალებში (USAAF);
1947-52, 1959 – კინომსახიობთა კავშირის წევრი და მისი პრეზიდენტი; 20.1.1981 – აშშ-ის პრეზიდენტი.
30.III.1981 ტერორისტული აქტის შედეგად რეიგანი დაიჭრა მკერდის არეში.
20.I.1985 განმეორებით აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად.
სსრკ-ის სათავეში მ. გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ (1985), რეიგანმა თავისი ანტიკომუნისტური პოლიტიკა საბჭოთა ლიდერთან თანამშრომლობით, შეცვალა. მათ ხელი მიაწერეს ხელშეკრულებას ევროპაში საშუალო ბირთვული რაკეტების აკრძალვის შესახებ. პრეზიდენტობის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რეიგანს მ. გორბაჩოვთან ხუთი უმაღლესი დონის შეხვედრა ჰქონდა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები