შაპურ I
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:51, 11 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შაპურ I – სასანური სპარსეთის მეფე (242-272). დინასტიის პირველმა წარმომადგენლებმა სერიოზული პრეტენზიები წამოაყენეს აქემენიდების მემკვიდრეობაზე. ცდილობდნენ რომაელების მცირე აზიიდან განდევნას. განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს შაპურ I-ის მეფობაში. 260 სპარსელებმა რომის არმია გაანადგურეს და იმპერატორი ვალერიანე დაატყვევეს. შაპურ I-მა ბოლო წლებში დაიწყო სასანიდების პოზიციების უკან დახევა და რომაელთა მდგომარეობის კვლავ განმტკიცება.