შეისონი კლოდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:10, 17 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლოდ შეისონი

კლოდ შეისონი – (ფრანგ. Claude Cheysson; დ. 13 აპრილი 1920, — გ. 15 ოქტომბერი 2012), საფრანგეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.

1948-დან მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და უცხოეთში საფრანგეთის წარმომადგენლობებში;
1966-69 – საფრანგეთის ელჩი ინდონეზიაში;
1970-73 ხელმძღვანელობდა კონგოში სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ მსხვილ ფრანგულ კომპანიას;
1973-დან – ევროპის თანამეგობრობათა კომისიის წევრი;
1978-81 – ამავე კომისიის წევრი განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში. აქტიურად მონაწილეობდა ლომეს კონვენციის მომზადებაში;
1981-84 – საფრანგეთის საგარეო ურთიერთობათა საქმეების მინისტრი;
1984-დან – ევროპელ თანამეგობრობათა კომისიის წევრი. 1989-1994 – ევროპარლამენტის წევრი.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები