მასირებული შურისძიების სტრატეგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:47, 24 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„მასირებული შურისძიების“ სტრატეგია – (ინგლ. massive retaliation), საფუძვლად დაუდო აშშ-ის საგარეო და სამხედრო პოლიტიკას 50-იანი წლების მეორე ნახევარში. წარმოადგენდა „ცივი ომის“ ერი-ერთ ოდიოზურ გამოვლინებას. ითვალისწინებდა შეერთებული შტატების მიერ საბჭოთა კავშირთან კონფლიქტის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებათა ყველა მეთოდის გამოყენებას, პირველ რიგში ბირთვული იარაღის გამოყენებას ნებისმიერ დროს და დედამიწის ნებისმიერ კუთხეში აშშ-ის მთავრობის შეხედულებისამებრ. „მასირებული შურისძიების“ სტრატეგიის ძირითადი დებულებები ჩამოყალიბებული იყო აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მემორანდუმში და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯ. ფ. დალესის გამოსვლაში 121.1954. 60-იანი წლების დასაწყისში „მასირებული შურისძიების“ სტრატეგია შეიცვალა „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიით.