კრასნოვი ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:20, 24 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრია კრასნოვი

ანდრია კრასნოვი – (Андре́й Никола́евич Красно́в, 1862-1914 წ.წ.), რუსი ბოტანიკოსი, ნიადაგმცოდნე, გეოგრაფი, მოგზაური, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დამაარსებელი.

ხარკოვის უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა, მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ბევრი იმოგზაურა ალთაიზე, ტიან-შანზე, „ციმბირში, სახალინზე, იაპონიაში, სამხრეთ ჩინეთში, იავაზე, ინდოეთსა და ჩრდილო ამერიკაში. 1911 წ. ბათუმის მიდამოებში გააშენა ბოტანიკური ბაღი, რომლის დირექტორადაც ის იყო თავის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე. ა. ნ. კრასნოვის შრომებიდან ცნობილია:
1) „ცდა აღმოსავლეთ ტიანშანის სამხრეთი ნაწილის ფლორის განვითარების ისტორიისა“ (1888 წ.);
2) „ჩრდილო ნახევარსფეროს ბალახიანი სტეპები (1894 წ.);
3) „აზიის სუბტროპიკული ოლქების ჩაის რაიონები“ (პეტერბურგი, 1897-1898 წ.წ.);
4) „მცენარეთა გეოგრაფია" (1899 წ.);
5) ორჯერ გამოცემული „დედამიწისმცოდნეობის კურსი“ (1901 წ.) და სხვ.

ა. ნ. კრასნოვის შრომებში, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საინტერესო იდეა და ძვირფასი მასალები არის მოცემული, მაინც გვხვდება მეტად უხეში შეცდომები, რადგან ამ შრომების შედგენა ხდებოდა ნაჩქარევად. ამ შეცდომებს თავის დროზე მიაქცია ყურადღება და აღნიშნა ა. ი. ვოეიკოვმა.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები