ლემზირ მენნიაშ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 9 აგვისტო 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლემზირ მენნიაშ-ი - (სვან.), სარიტუალო პური, ე.წ. ხარების მკვებავი კვერი, ცხვებოდა ბარბალობას. ეწირებოდა წმინდა ბარბარეს ხარების გამრავლებისათვის. ამავე დღეს ცხვებოდა მწველავის კვერიც - „ლემზირ მეშგალიაშ“ - ყველანაირი მეწველი ცხოველის გამრავლებისათვის.

რიტუალის მთავარი მონაწილე იყო ოჯახის უფროსი მამაკაცი, რომელიც ლოცვა-ვედრების წარმოთქმის შემდგომ თავადვე მიირთმევდა შენაწირ ლემზირებს.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები