კორნეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:12, 29 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კორნეტი – (ფრანგ. cornet), სასულე მუსიკალური საკრავი. შედგება თითბრის ცილინდრული და კონუსური მილების ხვეულისაგან, რომელიც ძაბრისებური მილით, სავენტილო მექანიზმითა და მისადგმელი მუნდშტუკითაა დაბოლოებული. კორნეტის სიგრძე (უმუნდშტუკოდ) 295-320 მმ-ია. იგი სიმფონიური და სასულე ორკესტრების შემადგენელი ნაწილია.