ყალმუხური კვანძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:14, 22 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყალმუხური კვანძი
ის მიეკუთვნება კვანძთა რიცხვს, რომლებიც საიმედოა და საჭიროებისას სწრაფად იხსნება.
მიუხედავად მისი დიდი საიმედობისა და სკამკვანძთან მსგავსებისა, მისი გამოყენება ადამიანის ასაწევად ან ზემოდან დასაშვებად არ შეიძლება: თუ წინმავალი ნაწილი რაიმეს გამოედო, კვანძი გაიხსნება და შეიძლება უბედურება გამოიწვიოს.
დიდი წევების შემთხვევაში კვანძი იმდენად მაგრად იჭიმება, რომ მისი გახსნა პრაქტკულად შეუძლებელი ხდება, რაც ამ კვანძის ნაკლია.