მემუარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:26, 25 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მემუარები – დოკუმენტური ნაწარმოები, რომელშიც მოთხრობილია ავტორის ცხოვრება და მოღვაწეობა, აგრეთვე დახასიათებულია გარემო, უპირატესად ისტორიული მოვლენები და ის ცნობილი პიროვნებანი, რომლებთანაც ავტორს ურთიერთობა ჰქონდა.
მნიშვნელოვან შემთხვევაში ასეთი ნაწარმოები მხატვრული ხასიათისაა, ე. ი. დოკუმენტურ მხატვრულ პროზას წარმოადგენს. ასეთი მოგონებების ნიმუშებია დ. კლდიაშვილის „მემუარები", შ. დადიანის „რაც გამახსენდა“.