ბერიძე კობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კობა ბერიძე – პოეტი, პროზაიკოსი, დაიბადა 1976 წლის 22 მაისს, ქედის რაიონის სოფელ ხარაულაში. 1993 წელს დაამთავრა ხარაულას საშუალო სკოლა. შემდეგ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (იურისტის სპეციალობით).

ავტორია ლექსების კრებულებისა: „ფოთლების ხალიჩა“ (2003) და „ჩვილი მთვარე“ (2012). იბეჭდება ჟურნალ „ჭოროხში“ და ქართულ პერიოდულ პრესაში.

მუშაობდა ქედის რაიონული გაზეთის („იმედი“) კორესპონდენტად. ამჟამად ეწევა ბიზნეს საქმიანობას.


წყარო

აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები