მახარაძე აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკაკი მახარაძე – ქართველი მწერალი, დაიბადა შუახევის რაიონის სოფელ მახალაკიძეებში, 1962 წლის 4 თებერვალს.

დაამთავრა კ. ლესელიძის სახელობის რესპუბლიკური სპეციალიზებული სკოლა (კადეტთა კორპუსი, ქ. თბილისი, 1980). 1984 წელს დაამთავრა ფ. ძერჟინსკის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი სასაზღვრო-სამეთაურო სასწავლებელი; 1994 წელს – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აკადემია (ქ. მოსკოვი).

მსახურობდა: საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში (ქ. ახალციხე, ქ. ბათუმი, 1984-1999); საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში (ქ. ბათუმი, 1999-2005, სხვადასხვა თანამდებობაზე).

მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება ვიცე-პოლკოვნიკი.

ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის უფროსი მასწავლებელი (2000-2005), ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის რექტორი (2011); ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის დეპარტამენტის მასწავლებელი (2009-2011), თბილისის ვახტანგ გორგასლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის დეპარტამენტის მასწავლებელი (2010-2011) იურისტი.

2018 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია.

არის „მარეთის“ (კავშირი) გამგეობის თავმჯდომარე.

დაჯილდოებულია მრავალი მედლით, დიპლომით, სიგელითა და საიუბილეო სამკერდე ნიშნით.

გამოცემული აქვს რომანები – „ტრეფიკინგის მსხვერპლი" (2014), „უთქმელი ანდერძი“ (2014) და მოთხრობა – „ერთი ანდერძის ექო“.



წყარო

აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები