ნიჟარაძე გურანდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:23, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გურანდა ნიჟარაძე – ქართველი მწერალი, დაიბადა ქ. თბილისში 1977 წლის 31 მარტს. 1994 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის №1 საშუალო სკოლა, 1999 წელს – ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის სპეციალობით. პარალელურად დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობა. მიღებული აქვს საშუალო მუსიკალური განათლება (ფორტეპიანოს სპეციალობით).
მუშაობს პროზაში. 2016 წელს დასტამბა წიგნი „აუტსაიდერის სოციალური ქსელი“.
ამჟამად მუშაობს ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლში" ჟურნალ „ჭოროხის“ სტილისტად.