ფაღავა იუსუფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:17, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუსუფ ფაღავა – (1912-1982), მწერალი, აჭარის დამსახურებული იურისტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1912 წელს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყოროლისთავში. აქვე მიიღო დაწყებითი განათლება და სწავლა გააგრძელა ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1933 წელს. 1939 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამავე წელს გახდა აჭარის ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 1952 წელს იუსუფ ფაღავა არჩეულ იქნა აჭარის ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ და ამ თანამდებობაზე მუშაობდა გარდაცვალებამდე. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

იუსუფ ფაღავა ავტორია რამდენიმე ისტორიული და თანამედროვეობის ამსახველი ნაწარმოებებისა. მისი პირველი რომანი „ჩაუმქრალი კერა“ 1959 წელს დაისტამბა. ამას მოჰყვა სხვა რომანები და მოთხრობათა კრებულები: „ქედუხრელნი“ (1962), „ცხოვრების ნაპრალი“ (1969), „საბედისწერო შეცდომა“ (1972), „ბედის ვარსკვლავი“, „წინაპართა აჩრდილები“ (ორ ნაწილად 1975-1978), „ცხოვრების გაკვეთილები“ (1982), „სამტომეული“ (1998).

ჩვენს პროზაში პირველმა, იუსუფ ფაღავამ სცადა წარმოეჩინა XIII საუკუნის დიდი მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ტბელ აბუსერისძის ცხოვრება და მოღვაწეობა.

მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული იურისტის წოდება.

დაკრძალულია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყოროლისთავში.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები