აბელოვი ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:58, 18 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასილ აბელოვი − (25.10.1835–24.01.1905), გენერალ-მაიორი (01.05.1891).

დაიბადა ტფილისში. განათლება მიიღო კერძო დაწესებულებაში. სამხედრო სამსახური დაიწყო რიგითად დაღესტნის ქვეით პოლკში 1850 წელს.

1852 წლიდან მსახურობდა უნტერ-ოფიცრად ქართულ პოლკში. მონაწილეობდა 1853-1856 წლების ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში. 1853 წლიდან ოფიცერი იყო. ომის შემდეგ მეთაურობდა იმიერკასპიის მე-8 მსროლელ ბატალიონს.

1872-1885 წლებში მეთაურობდა 155-ე ყუბის ქვეით პოლკს.
1885 წლის 12 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1879-1880 წლებში მსახურობდა ყარსის ოლქის, ოლთისის ოკრუგის უფროსად.
1880-1891 წლებში მსახურობდა მე-8 სათადარიგო მსროლელი ბატალიონის მეთაურად.
1891 წელს ჯანმრთელობის გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით („მამაცობისათვის“ 1864) და რუსეთის ორდერებით:
წმ.ვლადიმერის IV ხარ. ორდენით (ბაფთით-ოფიცრის წოდებებში XXV-წლიანი სამსახურისათვის -1876);
წმ.სტანისლავის III (მახვილებით და ბაფთით-1862) და II-ე ხარ. (მახვილებით-1879) წმ.ანას IV წმ.ანას IV (მამაცობისათვის-1859) და III-ე (1869) ხარ. ორდენებით.

დაკრძალულია ტფილისში, კუკიის სასაფლაოზე.


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები