კორგანოვი სოლომონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:10, 27 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სოლომონ ივანეს ძე კორგანოვი − გენერლებ ადამ (1846-1914) და იოსებ კორგანოვების (1811-1870) ძმაა. დაიბადა ტფილისში. მონაწილეობდა 1853-1856 წლების ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში.
1859 წლიდან მეთაურობდა ლეკთა სასაზღვრო ხაზის მარცხენა ფლანგს.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოვდა წმ.სტა ნის ლა ვის I ხარ. (მახვილებით-1860) ორდენით.
დაკრძალულია ტფილისში, ვერის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.