ჟირარი ალბერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:53, 28 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალბერტ ჟირარი – (ფრანგ. Albert Girard, 1595–1632) ფრანგი მათემატიკოსი და მუსიკოსი. ჟირარის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. იგი საფრანგეთში, პროტესტანტულ ოჯახში დაიბადა, ბავშვობიდანვე გატაცებული იყო მუსიკით და მოგვიანებით პროფესიონალურად უკრავდა ბარბითზე. 1610 წელს საფრანგეთში პროტესტანტული ღვთისმსახურება აიკრძალა და ბევრი პროტესტანტი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მათ შორის იყო ჟირარის ოჯახიც, რომელიც ნიდერლანდებში გადასახლდა. 1613 წლისთვის ჟირარი უკვე ამსტერდამში, ჰალეს რაიონში ცხოვრობდა.

1617 წელს, 22 წლის ასაკში, ჟირარი ჩაირიცხა ლეიდენის უნივერსიტეტში, სადაც მუსიკასა და მათემატიკას სწავლობდა.

ჟირარი მეტად ახალგაზრდა, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა (1632), მაშინ მისი ცოლი მეთორმეტე შვილზე იყო ფეხმძიმედ.

ჟირარი გამოჩენილი მათემატიკოსი იყო. მიუხედავად ადრეული გარდაცვალებისა, იგი არაერთი მნიშვნელოვანი მათემატიკური აღმოჩენის ავტორია. 1625 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელშიც პირველად განაცხადა (დამტკიცების გარეშე), რომ 4 n + 1 ფორმის ყველა მარტივი რიცხვი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ორი კვადრატის ჯამის სახით (ფერმა-ეილერის თეორემა, რომელსაც დიქსონი ჟირარის თეორემას უწოდებს). ტრიგონომეტრიის შესახებ თავის ტრაქტატში („Tables des Sinus, tangentes et secantes, avec un traicté succinct de la Trigonométrie tant des triangles plans, que sphéricques“, ჰააგა, 1626), ჟირარმა სისტემაში მოაქცია მანამდე ცნობილი ყველა ბრტყელი და სფერული ტრიგონომეტრიის ყველა ცნობილი თორემა და რამდენიმე ახალი თეორემა შემოგვთავაზა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მან პირველად გამოიყენა აბრევიატურები sin, cos და tan.


წყარო

მათემატიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები