ზღვის ეშმაკების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის ეშმაკების გვარი – Lophius

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ხელფარფლიანთანაირნი
ოჯახი: ხელფარფლიანები
გვარი: ზღვის ეშმაკები

თევზები ხელფარფლიანთა ოჯახისაა. თავი დიდია და განერი, ზემოდან და ქვემოდან ჩაბრტყელებულია და ქიცვებით დაფარული. პირი დიდი და ფართოა. ყბებზე, სასაზე და სახნისის ძვლებზე მრავალი შიგნით მამართული კბილი აქვს. ზურგის პირველი ფარფლი სამი გამოცალკევებული სხივისაგან შედგება. მკერდის ფარფლები მუცლის ფარფლების უკანაა მოთავსებული. ლაყუჩის აპკები დიდ ტოპრაკს წარმოქმნის, რომელიც უკან იხსნება. თავის უკან სხეული ვიწროვდება და კუდის ღეროს არეში გვერდებიდან ძლიერ შებრტყელებულია. გავრცელებულია შავ და ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც ერთი სახითაა წარმოდგენილი.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები