თბილისის საზაფხულო თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:52, 13 მარტი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის საზაფხულო თეატრი – 1870 წელს საინჟინრო უწყების ბაღში აიგო საზაფხულო თეატრი. საზაფხულო თეატრი ორიარუსიან და ქანდარიან თეატრს წარმოადგენდა. მის ფართო დარბაზში მოთავსებული იყო პარტერი. პირველ იარუსზე ორი, მეორეზე 23 ლოჟა, მათგან ერთი „სამეფო“. „ორთავე იარუსს გარს ერტყა ფართო დერეფანი, სადაც გაჭრილი იყო 12 კარი. ზედა იარუსის კარები ღია აივანზე გადიოდა, ქვედასი – პირდაპირ ბაღში. ქანდარას ბაღისაგან განცალკევებული შესასვლელი ჰქონდა... თეატრის ჭერისა და დარბაზის მოხატულობა შესრულებული იყო დეკორატორ კნოლის მიერ „მტკიცე ხელით, მითოლოგიური ფიგურებით, მუსიკალური ატრიბუტებითა და სამკაულით”. ლოჟების მოხდენილი განლაგება, საერთო სისადავე და უბრალოება სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდნენ”. ხისგან ნაგები სათეატრო შენობა გარეგნულად არ იყო მიმზიდველი.

1886 წლის „კავკაზსკი კალენდარში“ გამოქვეყნებულია საზაფხულო თეატრის მაყურებელთა დარბაზის სქემა. აქ იგი მოხსენიებულია როგორც თბილისის (სახაზინო) თეატრი საინჟინრო ქუჩაზე. წარმოდგენილი სქემის მიხედვით, საზაფხულო თეატრის დარბაზი 500 მაყურებელზეა გათვლილი. პარტერში – 310, ბალკონსა და გალერეაზე 160, რასაც ემატებოდა 22 ლოჟა. იქვე აღნიშნულია, რომ თეატრთან არის ბაღი, რომელიც 6 საათიდან ღამის 2 საათამდე მოემსახურება პუბლიკას.




წყარო

სათეატრო არქიტექტურა საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები