ეპონიმები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:51, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეპონიმები – (ბერძნ.) „სახელმდებელნი“. გმირები ან ღმერთები, რომელთა სახელიც ენიჭებოდა გეოგრაფიულ ობიექტებს ან დროის გარკვეულ მონაკვეთებს. გმირები იყვნენ ადგილების, ქალაქების, ფილების, ტომების, ზღვების, მთების ეპონიმები (ელინოსი, ეგევსი, დარდანოსი და სხვა). ეპონიმთა ქანდაკებები იდგა მოედნებზე, არსებობდა ეპონიმთა კულტიც.