ნუმა პომპილიუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:45, 22 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნუმა პომპილიუსი – (რომ.) ლეგენდარული მეფე, რომელსაც რომაელები მრავალი დიდებული საქმის აღმსრულებლად მიიჩნევდნენ. მათი წარმოდგენით, ნუმა პომპილიუსმა შემოიღო მთვარის კალენდარი. დააწესა რელიგიური ზეიმები და ქურუმთა უმთავრესი კოლეგიები. დააფუძნა რომულუსის კულტი და სხვა.
ნუმა პომპილიუსის მეუღლე და შთამაგონებელი იყო ნიმფა ეგერია, რომლის წყალობითაც იგი ფლობდა მაგიურ ძალას. რომაელთა რწმენით, ნუმა პომპილიუსი დაკრძალულია ტიბერისის მარჯვენა სანაპიროსთან, იანიკულუმის ბორცვზე.