ხალუბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:56, 25 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხალუბი(შუმ.) „ტირიფი“, მითოსური ხე, რომელიც ინანამ გადარგო ურუქში, თავის წმინდა ბაღში, რათა შემდეგ მისგან ტახტი და საწოლი გაეკეთებინა. ხალუბს სამი სკნელის არსებანი დაეუფლნენ, რის შედეგადაც იგი სამყაროს მოდელის განსახიერებად შეიქნა; მის ფესვებში გველმა დაიბუდა, ზროში ადამიანურმა არსებამ დაიდო ბინა, კენწეროში ანზუდმა გაიკეთა ბუდე (ცარბათუ).




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები