თოფურია დიმიტრი
თოფურია დიმიტრი სოლომონის ძე - (11.II.1861 - 1934), ქართველი ოფიცერი და სამხედრო მოღვაწე, რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი, 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის, 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის და I მსოფლიო ომის მონაწილე. წმ. გიორგის ორდენის კავალერი.
დაიბადა სამეგრელოში, სოფელ სეფიეთში. 1877 წელს დაამთავრა ჯერ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი,შემდეგ–თბილისის იუნკერთა სასწავლებელი.1 877-1878 წლების რუსეთ- თურქეთის ომში მონაწილეობისა და მისი დასრულების შემდეგ დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებლის ოფიცერთა კურსები და დაიწყო სამხედრო სამსახური ზაქათალის 164-ე ქვეით პოლკში. მეთაურობდა ასეულს, შემდეგ – ბატალიონს. პოდპოლკოვნიკის ჩინით მონაწილეობდა 1904- 1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში.
1910 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1914 წელს, მეთაურობდა ჩებოქსარის 308-ე ქვეით პოლკს. 1915 წლის 12 მაისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1917 წელს რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დაინიშნა 27-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად.
1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ-ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობისა და სხვა გენერლების მსგავსად არწასულა საქართველოდან დადარჩა სამშობლოში. ცხოვრობდა თავის სოფელში, სამეგრელოში.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოვდა გიორგის ოქროს იარაღით (1916 წლის 21 თებერვალს), წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით (1916 წლის 24 ნოემბერს), წმინდა სტანისლავის III (1894 წ.) და II (მახვილებით 1905 წ.) ხარისხის ორდენით, წმინდა ანას III (1903 წ.) და II (1909 წ.) ხარისხის ორდენით, წმინდა ვლადიმირის IV (მახვილებით და ბაფთით – 1915 წ.) და III ხარისხის (1915 წ.) ორდენით.
წყარო
- ქართველი გენერლები
- რუსეთის არმიის ქართველი გენერლები
- 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები
- საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ქართველი გენერლები (1918-21)
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენოსნები
- თოფურიები