ბალდირაჟიუზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:36, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალდირაჟჲუზ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Балдыражюз ← былтыргъы ёгюз – „გასული წლის ხარი“)
1. ძველი წლის განსახიერება; წლის ყველაზე ცივი ორმოცი დღე (17 იანვრიდან 25 თებერვლამდე) – ამიტომ ტექსტებში ზოგჯერ სახელდებულია, როგორც „ორმოცის ხარი“ (къыркъ бугъасы);
2. გაზაფხულის დღეღამსწორების წინა კვირა (შვიდეული), როცა ამინდები არამდგრადობით გამოირჩევა.
ლიტერატურა
Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007.