ავიაციის ტაქტიკური მოქმედებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:26, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავიაციის ტაქტიკური მოქმედებები - სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენება სახმელეთო ან საზღვაო ძალებთან კოორდინირებით. მიზანი:
1. ჰაერში უპირატესობის მიღწევა და შენარჩუნება;
2. საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოწინააღმდეგის ძალების გადაადგილების ბლოკირება, ამ ძალების და მათი მხარდამჭერი ობიექტების აღმოჩენა და განადგურება;
3. სახმელეთო ან საზღვაო ძალებისთვის ხელშეწყობა მათი მიზნების მისაღწევად. ასევე მრავალეროვნული და/ან ერთობლივი ოპერაციების ჩატარება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017