ავტოსატრანსპორტო სამსახური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავტოსატრანსპორტო სამსახური – ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ზურგის ერთ-ერთი სამსახური. მისი დანიშნულებაა ჯარების გადაყვანა, სამხედრო ტვირთის გადაზიდვა, ავადმყოფებისა და დაჭრილების, აგრეთვე მწყობრიდან გამოსული ტექნიკის ევაკუაცია.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017