ვირისტერფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვირისტერფა

ვირისტერფა - (Tussilago farfara L). ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceare). მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა გრძელია და მხოხავი. პირველად საყვავილე ღეროები ვითარდება. კალათები მარტოულია. შემდეგში ვითარდება მომრგვალო-დაკბილული და ქვედა მხარეზე სქლად შებუსული ფოთლები, რომელთა ზედა მხარე შიშველია. ღეროს სიმაღლე 10-15 სმ-ია. ყვავილი ყვითელია, იშვიათად - მოწითალო. მცენარე იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყელამდე, ტენიან ადგილებზე, ჩამონაზვავებზე, ქვიშიან ადგილებში, რუების ნაპირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები