ანდორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:41, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანდორა - Andorra – ანდორის სამთავრო – პატარა სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის.
ფართობი - 465 კმ2,
მოსახლეობა - შეადგენს 84 ათ. კაცს (2012).
ოფიციალური ენა – კატალონიური, ასევე მასთან ერთად თანაბარი უფლებებით გამოიყენება ფრანგული და ესპანური.
დედაქალაქი – ქ. ანდორა-ლა-ვიეხა. ადმინისტრაციული დაყოფა – 7 რაიონი (parroquia).
ანდორა პარლამენტური სამთავროა.
სახელმწიფოს კონსტიტუციური მეთაური - საფრანგეთის პრეზიდენტი და ურხელის (ესპანეთი) ეპისკოპოსი.
შემოსავლის მთავარი წყარო – ტურიზმი. შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017
