აერომობილურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 17 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აერომობილურობა - (aero - აერო და ლათინური mobilis - მოძრავი), ჰაერით გადასროლილი სამხედრო ფორმირებების (აერომობილური ძალების) უნარი შეინარჩუნონ საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობა.
აერომობილურობა ეფუძნება სრულყოფილ ავიასატრანსპორტო საშუალებებს, შეიარაღებისა და ტექნიკის ავიატრანსპორტაბელურ ნიმუშებს, სახმელეთო და საზღვაო ძალების ავიაციას და მის სწრაფ განვითარებას, პირადი შემადგენლობის მუდმივ მზადყოფნას ამოცანების შესრულებისთვის ჰაერით გადასროლის და დესანტის გადასხმის შემდეგ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017