ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომი 1859
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:50, 1 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომი 1859 - საფრანგეთისა და პიემონტის (ერთ-ერთი იტალიური სახელმწიფო) ომი ავსტრიის წინააღმდეგ, რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა იტალიური ოლქები – ლომბარდია და ვენეცია.
ბრძოლაში ავსტრიელები დამარცხდნენ და ციურიხის ხელშეკრულებით პიემონტს ლომბარდია დაუთმეს (1859), ტურინის ხელშეკრულებით კი პიემონტმა საფრანგეთს დახმარებისათვის გადასცა სავოია და ნიცა (1860).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017