ფხიჯა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:06, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფხიჯა – (Saxifraga cymbalaria L.); ოჯახი: ფხიჯასებრნი (Saxifragaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-50 სმ. ღერო დატოტვილია, სწორი ან წამოწეული, ჯირკვლოვანი შებუსვით. ქვედა ფოთლები თირკმლისებურია ან მომრგვალო, 3-9-ნაკვთიანი. ზედა ფოთლები უკუკვერცხისებურია. გვირგვინი ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება ტენიან ადგილებში, რუების ნაპირებსა და კლდეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე სტორის ხეობაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.