Scilla rosenii K. Koch
Scilla rosenii K. Koch - ოჯახი: Hyacinthaceae. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილის ყუნწი მოღუნულია, ყვავილები – თავდახრილი, ზოგჯერ ყუნწი სწორია. ღერო მაღალია – 10-40 სმ სიმაღლის. ფოთოლი – 2-4, მოყვანილობით ფართო-ხაზური და ქალამნის წვერივით დაბოლოებული. ყვავილი დიდი ზომისაა, თავდაღუნული. ყვავილსაფრის ფოთლები უკანაა გადახრილი, მოყვანილბით – მოგრძო-ლანცეტა, ღია ცისფერი, ქვევით უფრო მკრთალი და თეთრი. თანაყვავილი ორია და ერთ თანაყვავილედადაა შეზრდილი. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში – მდელოებზე, კლდეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე სტორის ხეობაში. სპორადულად მთელ საქართველოშია გავრცელებული.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.