თაუ ყათინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:59, 14 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თაუ ყათინ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Тау къатын – „მთის ქალი“) – მთების მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. იგი თავისი ცეკვით აჯადოებდა ხარბ მონადირეებს, რომლებიც ნადირს ანადგურებდნენ. ასეთი მონადირეები ხშირად ვარდებოდნენ ღრმა უფსკრულებში, ყინულოვან ნაპრალებში და იღუპებოდნენ.
ლიტერატურა
Кудаев М. Язык охотника // Приложение к журналу «Минги Тау». Нальчик, 2010, № 7.