აბგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პატარა ნივთების ჩასალაგებელი, მხარიღლივ გადასაკიდი ჩანთა ხურჯინის ტიპისა (შალის, აბრეშუმის, ტილოს ან ტყავის). აბგით დაჰქონდათ ხელნაწერი წიგნები და გრაგნილები, საგზალი, ხელსაქმე და სხვ. დასტაქრები აბგაში აწყობდნენ სამკურნალო იარაღებსა და წამლებს. აბგით წამლებს წვრილი ვაჭრებიც დაატარებდნენ სოფლიდან სოფლად. ლიტ.: გ. ჯალაბაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.