დამხმარე დარტყმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:37, 30 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დამხმარე დარტყმა - ძალების და საშუალებების ნაწილის მიერ მთავარი დარტყმის მიმართულებისაგან მოშორებით (დამხმარე ან სხვა მიმართულებით) მიყენებული დარტყმა. დამხმარე დარტყმაის მიზანია შექმნას ხელშემწყობი პირობები მთავარი ძალების წარმატების მისაღწევად, მოწინააღმდეგის შესაბოჭად, მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მისი ძალების და საშუალებების მანევრის აღსაკვეთად;
დამხმარე დარტყმამ უნდა უზრუნველყოს მთავარი დაჯგუფების დაცვა ფლანგზე მოწინააღმდეგის კონტრდარტყმებისგან (კონტრიერიშებისგან); მოწინააღმდეგის მთავარი ძალების გარშემოვლა მისი უსწრაფესი განადგურების განსახორციელებლად ან ალყაში მოსაქცევად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.