გამალებული შეიარაღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:02, 23 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გამალებული შეიარაღება - იარაღის და ტექნიკის დაჩქარებული შექმნის, წარმოებისა და დაგროვების თვისებრივი სრულყოფის პროცესი. ხორციელდება, ეკონომიკის, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროების მილიტარიზაციის ბაზაზე. ომის შემდგომ პერიოდში გამალებული შეიარაღების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა:
- სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური ბირთვული იარაღის არსებული სახეობების განუწყვეტელი სრულყოფის გზით ახალი ნიმუშების შექმნა, გამოცდა და დანერგვა;
- იარაღის ახალი კლასის თავდაცვითი, დამრტყმელი და უზრუნველმყოფი კოსმოსური ბაზირების საშუალებების შემუშავება;
- ისეთი მასობრივი დაზიანების იარაღის შექმნა, რომელიც ეფუძნება სხვაგვარ (გამოყენებულთან შედარებით) ფიზიკურპრინციპებსა და თვისებებს (ლაზერული, ნეიტრონული, კონური, გეოფიზიკური და სხვა);
- მაღალი სიზუსტის იარაღის სხვადასხვა სისტემების შემუშავება და სხვა.