ემბარგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:48, 15 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ემბარგო - (ესპანური embargo - აკრძალვა), საერთაშორისო სამართალში ნიშნავს ქვეყანაში საქონლის, ვალუტის, იარაღის შეტანის ან ქვეყნიდან გატანის აკრძალვას. ომიანობის დროს, არსებითად, არის ეკონომიკური ბლოკადის ფორმა, მშვიდობიანობის დროს - ეკონომიკური და ფინანსური ზეწოლის საშუალება.