ვატერლოო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:39, 1 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვატერლოო - დასახლებული პუნქტი ბელგიაში, ბრიუსელის სამხრეთით;
ნაპოლეონის მმართველობის „ასი დღის“ პერიოდში, 1815 წლის 18 ივნისს, ვატერლოოს ახლოს ინგლის-ჰოლანდიის ჯარებმა ა. უელინგტონის და პრუსიის ჯარებმა გ. ბლიუხერის სარდლობით (საერთო რიცხვი 130 ათ. კაცი), გაანადგურეს ნაპოლეონ I -ის მთავარი ძალები (72 ათ. კაცი). ვატერლოოსთან დამარცხების შემდეგ ნაპოლეონის იმპერიამ სრული კრახი განიცადა.