აკვატორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:52, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკვატორია - (ლათინური aqua – წყალი და territorium – ტერიტორია) - წყლის ზედაპირის მონაკვეთი ოკეანეების, ზღვების, ტბების, წყალსატევების და დიდი მდინარეების რაიონებში ან პორტებში დადგენილი საზღვრების ფარგლებში.
პორტის აკვატორიაში ხდება გემების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა; საქარხნო აკვატორიაში – გემების მშენებლობა ან შეკეთება; პოლიგონის აკვატორიაში მიმდინარეობს გემებისა და წყალთან დაკავშირებული სხვა ტექნიკის გამოცდა. ჰიდროთვითმფრინავების აფრენის და დაფრენის მონიშნული წყლის ზედაპირებიც წარმოადგენენ აკვატორიას.