დანიური ჰოლშტეინური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:44, 19 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დანიური ჰოლშტეინური (Danish Holstein) - რაოდენობრივად წარმოადგენს დანიის მეწველი ძროხების 69,8%-ზე მეტს.
წველადობის მხრივ, დანიური ჰოლშტეინური აღიარებულია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშად.
გამრავლების მიზანია: ჯანმრთელობა და წველადობის მაღალი დონე, რომელიც ერწყმის მაღალი ხარისხის რეპროდუქციულობას.
დანიური ჰოლშტეინური განთქმულია მაღალი ხარისხის ჯიქნებით, ძლიერი ფეხებითა და ჩლიქებით, რძის მაღალი ცხიმიანობითა და მასში ცილების მაღალი რაოდენობით.
ჯიშის საშუალო მაჩვენებლები 2013/2014
- წველადობა – 10, 396 კგ. რძე
- ცხიმიანობა – 4,02%, სულ 418 კგ.
- ცილები – 3,40% სულ 353 კგ.
- ჯამში ცხიმები და ცილები 771 კგ.
დანიური ჰოლშტეინურის ცოცხალი მასა შეადგენს 650-700 კგ.
ძროხები, რომელნიც იწველიან 14.000 კგ.-ზე მეტს წელიწადში ჩვეულებრივი მოვლენაა.